SHMAGI.TK კვირა, 05.05.2024, 12:32
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ვიდეოფაილები

კატეგორიები
ყველაზე ყველაზე

შესვლის ფორმა

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 208

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რამდენი დღისაა საი

ბოლომდე უყურეთ

ენების გადამრთველი


skript by © forucoz.moy.su

forucoz.moy.su!

მთავარი » 2012 » მაისი » 13 » ქართული კლავიატურა windows xp
10:26
ქართული კლავიატურა windows xp


Windows XP

კლავიატურის დაყენებამდე პირველ რიგში დაგჭირდებათ რაიმე unicode ქართული შრიფტი (მაგალითად, BPG ან sylfaen.ttf). ასევე ხელთ უნდა გქონდეთ Windows XP-ს საინსტალაციო დისკი.

ინგლისურენოვანი Windows XP-ს შემთხვევაში:

1. შედით Start->Settings->Control Panel->Regional and Language Options

Control Panel.png

2. გადადით Languages დაფაზე და ჩართეთ "Install files for complex script...":

Regional Languages.png

OK ღილაკზე დაწკაპუნების შემდგომ, შესაძლებელია სისტემამ მოითხოვოს Windows XP-ს საინსტალაციო დისკი. ჩადეთ დისკი, დაელოდეთ ინსტალირების დასრულებას და გადატვირთეთ კომპიუტერი.

3. გადატვირთვის შემდეგ საჭიროა GEO_KEYBOARD.zip არქივის გადმოწერა აქედან. დაიმახსოვრეთ იგი ლოკალურ დისკზე (მაგალითად სამუშაო მაგიდაზე "Desktop"), გახსენით და გაუშვით go.bat ფაილი. წარმატებული ჩადგმის შემთხვევაში უნდა მიიღოთ შემდეგი ორი შეტყობინება:

Reg message 1 Georgian Layout.png

დააწკაპუნეთ Yes

Reg message 2 Georgian Layout.png

და შემდგომ OK.


4. შედით Start->Settings->Control Panel->Regional and Language Options და დააწკაპუნეთ Detail ღილაკზე:

Regional Language Georgian Options.png

დააწკაპუნეთ Add ღილაკზე:

Input Languages.png

ენის (Input language) და კლავიატურის განლაგების (Keyboard layout/IME) ველებში აირჩიეთ ნახატზე ნაჩვენები მნიშვნელობები:

Georgian Layout.png

ყველა ფანჯარაში ამოირჩიეთ OK და ბოლოს გადატვირთეთ კომპიუტერი.

Windows Vista

XP–სგან განსხვავებით, Windows Vista-ში ქართული შრიფტის მხარდაჭერა სისტემაში სტანდარტულადვე ინტეგრირებულია, ე.ი. საინსტალაციო დისკის გამოყენება აღარაა საჭირო (როგორც ეს Windows XP–ში იყო აუცილებელი). მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც ქართული ასოები არაა „მიბმული" ლათინური კლავიატურის განლაგებასთან, რაც ქართულად წერისას ძლიერ მოუხერხებელია.
ასე რომ, ჩვენი მიზანია აქ – "მივაბათ" ქართული ასოები შესაბამის ლათინურებს.
ამას ჩვენ მივაღწევთ Windows Vista–ში პატარა ჩარევით (ავტორი ხმარობს გერმანულ სისტემას. მიუხედავად ამისა, ეკრანის ანაბეჭდების დახმარებით შესაბამისი ფანჯრებისა და ფუნქციების მოძებნა სხვაენოვან სისტემებშიც ლოგიკური და იოლია).

უპირველეს ყოვლისა ინტერნეტიდან საჭიროა ILKBD2.zip არქივის გადმოწერა, მაგ. აქედან.
დაიმახსოვრეთ იგი ლოკალურ დისკზე (მაგ., სამუშაო მაგიდაზე „Desktop"), გახსენით არქივი და მიიღეთ - 1) ფაილი setup.exe და 2) დაფთარი KBD:

KBD.jpg

გაუშვით setup.exe ფაილი და დააწკაპუნეთ აქ: Georgian Unicode (English Layout):

Georgianunicodeenglish.jpg

წარმატებული ჩადგმის შემთხვევაში უნდა მიიღოთ შემდეგი შეტყობინება:

Close.jpg

დააწკაპუნეთ „Close"–ზე და დაასრულეთ ინსტალაცია.
თუ ინსტალაცია წარმატებით დასრულდა, უკვე შეგიძლიათ გადართოთ ქართულ განლაგებაზე და წეროთ:

Georgianscript.jpg

UNIX სისტემები

Mac OS X

Mac OS X „ლეოპარდს" (10.5) უკვე გააჩნია ქართული შრიფტის ამოცნობის შესაძლებლობა, თუმცა მას არ მოყვება კლავიატურის განლაგება. ამიტომაც, ოპერაციული სისტემის ძველი ვერსიების მფლობელებმა და კლავიატურის განლაგების დაყენების მსურველებმა, შეგიძლიათ გადმოწეროთ საჭირო ფაილები და გაეცნოთ დაყენების დეტალურ ინსტრუქციას შემდეგ საიტზე:

ლინუქსი (KDE გარემო)

KDE-გარემოში მომუშავეებისთვის:
ეს ხერხი დაწერილია SuSE 10.3-ს ხმარებისას, თუმცა ნებისმიერი ლინუქსის გამოცემის/KDE-გარემოში იდენტურ ნაბიჯებს შეგიძლიათ მიჰყვეთ
1. გახსენით: Menu-Control Panel KDE menu suse.jpg



2. Control Panel-ში შედით: Regional & Accessebility KDE cntr panel.jpg



3. შემდგომ აირჩიეთ Keyboard Layout და ფანჯრის მარჯვენა მხარეს აღნიშნეთ Enable Kyeboard Layouts. შემდგომ შეამჩნევთ რომ კლავიატურების
ცხრილი გააკტიურდა, აქ ამოირჩიეთ Georgia და დააჭირეთ ღილაკს Add. შენიშნავთ რომ არსებული კლავიატურების სიას ქართულიც დაემატა. KDE cntr panel keyb layout.jpg


4. შემდგომ - სიას ქართული კლავიატურა რომ დაემატება აირჩიეთ ის და აღნიშნეთ ღილაკი Include Latin Layout KDE ctrl panel addlatinLayout.jpg


5. და რა თქმა უნდა ამას დავასრულებთ ღილაკი Apply დაჭერით. და როგორც წესი თქვენ Desktop(taskbar)-ის ნაწილში უნდა გამოჩნდეს პატარა ღილაკი აქტიური
კლავიატურის იკონით. ამ იკონაზე დაჭერით თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კლავიატურა KDE keyb icon.jpg

ლინუქსი (Gnome გარემო)

Gnome-გარემოში მომუშავეებისთვის:
Gnome-გარემოში ქართული კლავიატურის დამატება ძალიან იოლია, იგი ერთი ეკრანის ანაბეჭდიდანაც ნათლად ჩანს: Ubunutu-georgian.png

ეს ხერხი მოყვანილია Ubuntu 7.10-ის მაგალითზე. მიუხედავად ამისა, მან უნდა იმუშაოს ნებისმიერ ლინუქსში, რომელიც გამოიყენებს GNOME გრაფიკულ გარსს.




wyaro

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90:%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90#Windows_XP

კატეგორია: გაკვეთილები | ნანახია: 1203 | დაამატა: demuchi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 

 

სახელი

მიუთითეთ საკუთარი სახელი

უნდა შეავსოთ

Email

მიუთითეთ სწორი მაილი

უნდა შეავსოთ
ქართული კლავიატურა


 

 
 
 



ვიდეო კონტროლი

Block title

Block title

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

საიტის მეგობრები

flash clock

skype

რეკლამა

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz