SHMAGI.TK კვირა, 19.05.2024, 00:33
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ვიდეოფაილები

კატეგორიები
ყველაზე ყველაზე

შესვლის ფორმა

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 208

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რამდენი დღისაა საი

ბოლომდე უყურეთ

ენების გადამრთველი


skript by © forucoz.moy.su

forucoz.moy.su!

მთავარი » 2012 » იანვარი » 12 » Apple iPad 2: წინასწარი მიმოხილვა
15:57
Apple iPad 2: წინასწარი მიმოხილვა

სულ რამდენიმე საათში ამერიკაში დაიწყება iPad 2-ის გაყიდვა. მოწყობილობა სულ რაღაც ერთი კვირის წინ წარმოადგინა თავად სტივ ჯობსმა.
როგორც მან აღნიშნა, ყველამ ძალიან ბევრი იმუშავა, რათა პლანშეტის მეორე თაობა გამოსულიყო ღირსეული და მას უბრალოდ არ სურდა ამ მოვლენის გამოტოვება. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ის გავიდა უვადო შვებულებაში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო. უნდა ითქვას, რომ ანონსი შოკისმომრგველი აღმოჩნდა Apple-ის პირდაპირი კონკურენტებისთვის, და მათ შორის, Samsung-ისათვის, რომლებიც განცვიფრებულნი დარჩნენ მოწყობილობის სისქით, წონით და მით უმეტეს, ფასით. მაგრამ, მოდით, დავიწყოთ თავიდან და მივყვეთ ნელ-ნელა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხანდახან Apple-იც, რომლის თანამშრომლები არიან სრული რეკორდსმენები საიდუმლოებების გაუმჟღავნებლობის ხელშეკრულებების ხელმოწერებით, ვერ ახერხებს თავისი მოწყობილობების შენახვას ოფიციალურ ანონსამდე. iPad 2-მა ფაქტობრივად გაიმეორა iPhone 4-ის ბედი, და მასზე წინასწარ ცნობილი იყო ყველაფერი. ერთადერთი სხვაობა გახლდათ ის, რომ ამჯერად ის არავის არ დაავიწყდა ბარში, და Gizmodo-ს რედაქტორს ის არ გამოუსყიდია.
ასეა თუ ისე, პრეზენტაციაზე ჯობსმა გააკეთა ყველაფერი, რათა მოვლენა მაინც ყოფილიყო ხმაურიანი, კერძოდ მან განაცხადა, რომ iPad 2 არც კომპიუტერია, არც გაჯეტი, არამედ – postPC device. ტექნიკური მახასიათებლები: პროცესორი – Apple A5, Dual Core, 1 GHz; ოპერატიული მეხსიერება – 512 მბ; მუდმივი მეხსიერება – 16/32/64 გბ; მობილური კავშირი – GSM/GPRS/EDGE, HSDPA (7.2 მბიტ/წმ-მდე), HSUPA (2 მბიტ/წმ-მდე), CDMA EV-DO Rev. A; ეკრანი – სენსორული IPS, დიაგონალი 9.7”, გარჩევადობა 1024×768, 16 მლნ. ფერი, ოლეოფობური საფარი; ინტერფეისები – Wi-Fi 802.11 b/g, Bluetooth 2.1 (+EDR), GPS/A-GPS; კამერა – ფრონტალური VGA და უკანა HD; სხვა – აქსელერომეტრი, სამღერძიანი გიროსკოპი, ციფრული კომპასი, განათების სენსორი; აკუმულატორი – Li-ion-ური, ჩაშენებული; გაბარიტები – 241.2 х 185.7 х 8.8 მმ; წონა – 601–613 გრამი. ფასი – $499–829 აშშ-ში.
ეკრანის გარჩევადობა, ისევე როგორც დიაგონალი არ შეცვლილა, უცვლელი დარჩა ასევე მატრიცის ტექნოლოგია და სენსორი. თუმცა არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ მომდევნო თაობაში გარჩევადობა გაიზრდება 1280-მდე (სიმაღლეში). ოპერატიული მეხსიერება გაიზარდა, რაც ორბირთვიან პროცესორთან და გაუმჯობესებულ მრავალამოცანიანობასთან ერთად ფაქტობრივად აორმაგებს წარმადობას ორიგინალურ iPad-თან და iPhone 4-თან შედარებით. რაც დაადასტურეს კიდეც Endadget-ის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა. კამერები უფრო დამატებითი აქსესუარია, ვიდრე ძირითადი, რაზეც მეტყველებს მათი ხარისხი. iPhone 4-ს ვერანაირად ვერ შეედრება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს იგივე კამერებია, რაც მეოთხე თაობის iPod touch-ში. უკანა კამერა იღებს სურათებს 1 მპ გარჩევადობით, ხოლო ფრონტალური – 0.3 მპ. ხარისხი, როგორც უკვე ვახსენეთ, საშუალოა. ვიდეოს გადაღების შემთხვევაში შთაბეჭდილებები უფრო დადებითია, მაგრამ მაინც. თუმცა ორივე კამერის ხარისხი სრულიად საკმარისი Skype-ით ან FaceTime-ით ურთიერთობისათვის. გაუმჯობესებული დინამიკი ასევე საკმაოდ საეჭვო სიახლეა. პრინციპში უკვე პირველ iPad-ს გააჩნდა საკმაოდ კარგი დინამიკი. რა თქმა უნდა, მუსიკის მოსმენისთვის ის არ გამოდგებოდა, მაგრამ თამაშებისთვის და YouTube რგოლისთვის სავსებით საკმარისი იყო. ახალი დინამიკი უფრო მსხვილია, უფრო ხმამაღლა ჟღერს, ცოტა უფრო ხარისხიანია… მაგრამ საბოლოოდ ფიზიკის კანონები თავისას იღებენ. და მთლიანობაში ბგერა შეიძლება შეფასდეს როგორც დამაკამაყოფილებელი. ყველაზე შთამბეჭდავ სიახლედ გადაიქცა წონის და სისქის შემცირების ფაქტი. რაც iPad 2-ს ფაქტობრივად ერთ რიგში აყენებს მომრავლებულ ელექტრონულ წიგნებთან. პირველი iPad-ი იყო ცოტა მძიმე და ერთ ხელში დიდ ხანს მაინც და მაინც ვერ დაიჭერდით. ახალი iPad-ი კი მინიმალურ კონფიგურაციაში იწონის სულ რაღაც 601 გრამს. ესეც ჯერ კიდევ ნორმაზე ცოტა მეტია, მაგრამ მთლიანობაში უკვე კარგია. კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს iPad 2 ტელევიზორთან შეერთების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ამისათვის დაგჭირდებათ გადამყვანი (იყიდება ცალკე და ღირს $39). აღსანიშნავია, რომ გაზრდილი წარმადობის მიუხედავად, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა არ შემცირდა და დარჩა იგივე სრული 10 საათის დონეზე. უნდა ითქვას, რომ ამ ნიშნულის მისაღწევად სრულიად არ არის საჭირო ენერგო მოხმარების დაყვანა მინიმუმზე, უმავთულო ინტერფეისების გათიშვა, ეკრანის სიკაშკაშის დაწევა და ა.შ. iPad 2 უზრუნველყოფს 10–საათიან მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში. გარდა ამისა ვახსენებდით, რომ ეკრანი ამიერიდან განასხვავებს დაჭერის სიძლიერეს (რასაც აქტიურად იყენებენ სხვადასხვაგვარი მუსიკალური და გრაფიკული პროგრამები), რომ უკანა სახურავი ბრტყელია, რომ პლანშეტი ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში: ტრადიციულ შავში და პრინციპში არა ნაკლებ ტრადიციულ თეთრში. ცალკე იყიდება გენიალური დასაკეცი გარეკანი მაგნიტებზე, რომელმაც ამავდრულად შეიძლება შეასრულოს საყრდენის როლიც.

კატეგორია: გამოცანები | ნანახია: 731 | დაამატა: demuchi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 

 

სახელი

მიუთითეთ საკუთარი სახელი

უნდა შეავსოთ

Email

მიუთითეთ სწორი მაილი

უნდა შეავსოთ
ქართული კლავიატურა


 

 
 
 



ვიდეო კონტროლი

Block title

Block title

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

საიტის მეგობრები

flash clock

skype

რეკლამა

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz