SHMAGI.TK შაბათი, 18.05.2024, 17:10
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ვიდეოფაილები

კატეგორიები
ყველაზე ყველაზე

შესვლის ფორმა

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 208

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რამდენი დღისაა საი

ბოლომდე უყურეთ

ენების გადამრთველი


skript by © forucoz.moy.su

forucoz.moy.su!

მთავარი » 2012 » იანვარი » 18 » ანეკდოტები
16:09
ანეკდოტები
   


– ორი ამბავი უნდა გითხრა, კარგი და ცუდი, – ეუბნება ცოლი ქმარს, – პირველი, სხვა კაცი შემიყვარდა და მეორე, იმ კაცს ცოლად მივყვები. 

– აქედან რომელია ცუდი? 

მ მ მ 

პირველი პილოტი დავალების შესასრულებლად ემზადება: 

– შტურმანო, მედესანტეები მზადყოფნაში არიან? 

– კი, ორი უკვე გადახტა. 

– დებილო, ჯერ არ ავფრენილვართ! 

მ მ მ 

ხუთი წლის შემდეგ ქმარი პატიმრობიდან ბრუნდება. ცოლი სამი თვის ჩვილით ხელში ხვდება. 

– უი, ეს ჩვენი ბავშვია? – უხარია ქმარს. 

– შენ რა, – ბრაზობს ცოლი, – ანგარიშის უცოდინრობისთვის იჯექი?! 

მ მ მ 

ბირთვის კვრაში შეჯიბრებაზე ერთი სპორტსმენი მეორეს ეუბნება: 

– დღეს მაგრა უნდა მოვინდომო. 

– რატომ? 

– ტრიბუნაზე ჩემი სიდედრი ზის. 

– ჰოო, საშიშია, ამ სიშორიდან შეიძლება ააცილო. 

მ მ მ 

ერთი ქუთაისელი მეორეს: 

– რავა მიგჭყლეტია ცხვირი, შე ჩემა, ქალების აბანოში ხომ არ მუშაობ?! 

მ მ მ 

– რატომ ზიხარ? – ეკითხება ერთი პატიმარი მეორეს. 

– ცოლი შევისწარი სხვა კაცთან და ორივე ვჟეჟე. 

– მერე მაგისთვის დაგიჭირეს? 

– არა, სხვისი ცოლი ყოფილა თავის ქმართან და ბინა შემშლია. 

მ მ მ 

ქმარი მოულოდნელად დაბრუნდა მივლინებიდან და ხედავს, რომ მისი ცოლი უცხო კაცთან ნებივრობს ლოგინში. 

– აქ რას აკეთებთ?! – იყვირა ქმარმა. 

– სულ ასე მჭრის თავს, – ეუბნება ცოლი საყვარელს, – მოიდებილებს ხანდახან თავს, ვითომ ვერ ხვდება. 

მ მ მ 

– რა შეგიძლიათ? – ეკითხება ცირკის დირექტორი სამუშაოს მაძიებელს. 

– მე, ბატონო, 40 კილო უმი ხორცის ჭამა შემიძლია მაყურებლის თვალწინ ერთ სეანსზე. 

– შეუსვენებლივ? 

– არა, ოცი კილოს შეჭმის შემდეგ უნდა შევისვენო. 

– და შესვენების დროს ალბათ სიგარეტს მოსწევთ. 

– არა, სასადილოში მივდივარ... ძნელია მშიერი მუშაობა. 

მ მ მ 

ფსიქიატრის კაბინეტში პაციენტი ხოხვით შევიდა. ფსიქიატრი დაყვავებით მიმართავს: 

– აბა, ვინ შემოცოცებულა ჩემს კაბინეტში, ხვლიკი? 

– არა, – კბილებს აკაწკაწებს პაციენტი. 

– გველი? 

– არც ერთი, ექიმო, უბრალოდ, სიმაღლის შიში მაქვს. 

მ მ მ 

გურულები რესტორანში: 

– ოფიციანტ, მე შვეიცარიული ყველი შეგიკვეთეთ, აგი არაა შვეიცარიული! 

– აბა რა ენაზე დაგელაპარაკა, გაფიცებ ყველაფერს?! 

მ მ მ 

სვანი ექიმს მიუვარდა: 

– თქვენ რომ ჩემს ცოლს წურბელები გამოუწერეთ, სამ–სამი ჭამა დღეში ორჯერ, მაგრამ არ უშველა! 

მ მ მ 

პაწია კაციჭამია დედას ეუბნება, მშიაო. 

– მეც მშია, მაგრამ მოითმინე ცოტა, იხარშება. 

– დედა, მამაც ითმენს? 

– აბა რა, ხომ გითხარი, იხარშება–მეთქი. 

მ მ მ 

ცნობილი კინოვარსკვლავი ქალი და ცნობილი მწერალი ქალი ერთმანეთს ხვდებიან. 

– შენი ბოლო მოთხრობა წავიკითხე, ვინ დაგიწერა? – ირონიით ეკითხება კინოვარსკვლავი მწერალს. 

– ჯერ შენ მითხარი, ვინ წაგიკითხა? 

მ მ მ 

– შენ ჭკვიან კაცად გიცნობენ და ხომ ვერ მეტყვი, უფოლოგია მეცნიერება უფროა თუ რელიგია? 

– ბიზნესი. 

მ მ მ 

ორი კახელი დაქალი ჭორაობს. 

– ზოგი რა ბოროტია, გო, დაქალები რომ ვსაუბრობთ, ამაი ჭორაობას ეძახიან. თანაცა ამბობენ, რო მითამ სულ ტყუილებ ვიძახით. 

– აბა, აბა, გო! გაიგე ჩვენი ჟუჟუნას ქმარი რო მამკვდარა? 

– რას ამბობ, ისევა, გოო? 

– ცოტა ჩუმად, ეგერ მოდის, არ გაიგონოს, ეწყინება. 

მ მ მ 

ცნობილი ქურდი კვდება და შვილებს ეძახის: 

– გელა! 

– აქ ვარ, მამი. 

– გოჩა! 

– აქ ვარ, მამა. 

– ვაჟა! 

– აქ ვარ. 

– კი მაგრამ, ციხეში რომელიღა ხართ, მე თქვენი!.. 

მ მ მ 

დაბოლილი ნარკომანი გამვლელს ეკითხება: 

– აქ პარალელნი ქუჩა სად არის? 

– აი, იქ. 

– ვაა, იქ კი მითხრეს, რო აქაა! 

მ მ მ 

გემი იძირება. ხის ნაფოტს ჩაბღაუჭებული კაცი ოქროს თევზს დაიჭერს. 

– გამიშვი და ერთ სურვილს შეგისრულებ, – ეუბნება თევზი. 

– მოტორიანი ნავი გამიჩინე. 

– იქნება! – ამბობს თევზი. 

კაცი ათავისუფლებს, თევზი მოტორიან ნავში ჯდება და მიდის. 
კატეგორია: იუმორი | ნანახია: 775 | დაამატა: demuchi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 

 

სახელი

მიუთითეთ საკუთარი სახელი

უნდა შეავსოთ

Email

მიუთითეთ სწორი მაილი

უნდა შეავსოთ
ქართული კლავიატურა


 

 
 
 



ვიდეო კონტროლი

Block title

Block title

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

საიტის მეგობრები

flash clock

skype

რეკლამა

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz