კომპანია "Broad Group”-ის მშენებლებმა კიდევ ახალი სამშენებლო რეკორდი მოხსნეს, როდესაც 30 სართულიანი სასტუმრო სულ რაღაც 15 დღეში ააშენეს.
ერთი წლის წინ მსოფლიო გაოგნებით უყურებდა ვიდეორგოლს "Youtube”-ზე , სადაც ჩინელმა მშენებლებმა 15 სართულიანი სასტუმრო "Ark Hotel”–ი ქალაქ ჩანშში 6 დღეზე ნაკლებ დროში ააშენეს. და ერთი წლის შემდეგაც კორპანია "Broad Group”-მა ისევ მოხსნა რეკორდი და 30 სართულიანი ცათამბჯენი თითქმის ორ კვირაში ააშენა.